ეგვიპტის ახალი ხელისუფლება იმ პოლიციელების სამსახურიდან გაშვებას გეგმავს, რომლებმაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ ისამ შარაფზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეგვიპტის პრემიერმა ხალხს პირობა მისცა, რომ ის სამართალდამცველები, რომლებიც საპროტეტსო აქციების მონაწილეების მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი, სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარდგებიან.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მომხრეების სასამართლო პროცესები გაჭიანურდა, მოსახლეობის მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა იზრდება.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციების დროს მუბარაქის მომხრეების მიერ ცეცხლის გასხნას 900 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.