მომლოცველთა ჯგუფმა პარლამენტის შენობას სიმბოლური წრე შემოარტყა.
მომლოცველები გალობით და ხატებით მეტეხის ხიდიდან ანჩისხატთან ერთად პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, რის სემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს წრე დაარტყეს.
ანჩისხატის მომლოცველებმა პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთინებებისთვის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, ასევე ილოცეს "დეპუტატების გონების გასანათლებლად და მოსაქცევად".
შეგახსენებთ, რომ გუშინ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული კანონის გაუქმების მოთხოვნით მრევლმა ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბა და მშვიდობიანი მსველობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე მოაწყო, რომელსაც ეკლესიის მღვდელთმსახურნი, სტიქაროსნები და მგალობლები მიუძღოდნენ.
მსვლელობის მონაწილეები ყოვლადწმინდა სამების კარიბჭესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.
"ვინც ითხოვს მიეცემა და ვინც ეძიებს ჰპოვებს", - განუცადა მრევლს პატრიარქმა.
მშვიდობიანი მსველობის მონაწილეები პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ "სამოქალაქო კოდექსში" იმ ცვლილბებს აპროტესტებდნე, რომელიც რელიგიურ კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათში მოაწერა, შესაბამიად ცვლილებები უკვე ძალაშია.