მომლოცველთა ჯგუფმა მეტეხის ხიდიდან ანჩისხატთან ერთად პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.
ანჩისხატის მომლოცველები ქვეყნის მთავრ საკანონმდებლო ორგანოსთან 5 ივლისს პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთინებებისთვის სტატუსის მინიჭებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს, ასევე ილოცებენ "დეპუტატების გონების გასანათლებლად და მოსაქცევად".
პარლამენტიდან მომლოცველები აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში გადაინაცვლბენ, სადაც ნაჩვენები იქნება ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული კანონის გაუქმების მოთხოვნით მრევლმა ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბა და მშვიდობიანი მსველობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე მოაწყო, რომელსაც ეკლესიის მღვდელთმსახურნი, სტიქაროსნები და მგალობლები მიუძღოდნენ.
მსვლელობის მონაწილეები ყოვლადწმინდა სამების კარიბჭესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.
"ვინც ითხოვს მიეცემა და ვინც ეძიებს ჰპოვებს", - განუცადა მრევლს პატრიარქმა.
მშვიდობიანი მსველობის მონაწილეები პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ "სამოქალაქო კოდექსში" იმ ცვლილბებს აპროტესტებდნე, რომელიც რელიგიურ კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათში მოაწერა, შესაბამიად ცვლილებები უკვე ძალაშია.