10 ივლისს, ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა დიდუბის პანთეონის კიდევ ერთხელ დასუფთავება გადაწყვიტეს. ამ აქციით ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივმა საუკუნის კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისდამი პატივისცემა გამოხატა.
"რევაზ ლაღიძე გახლდათ თავის ქვეყანაზე, ბუნებასა და ადამიანებზე უსაზღვროდ შეყვარებული, სიცოცხლეშივე ქართული სიმღერის კლასიკოსად აღიარებული კომპოზიტორი.
დღეს მისი დაბადების დღეს, ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ დავასუფთავოთ დიდუბის პანთეონი და კვლავ შევახსენოთ ხელისუფლებას, თუ რაოდენ დიდი მამულიშვილები და ღირსეული წინაპრები განისვენებენ ამ ადგილზე და რომ პანთეონს რეგულარული და შესაბამისი მოვლა-პატრონობა ესაჭიროება." - განაცხადა ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, გიორგი პაპელიშილმა.