ყველა მოქმედი ტაძრიდან მრევლი, მოძღვრებთან ერთად, მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის მიერ რელიგიური მიმდინარეობებისთვის სტატუსის მინიჭებას კიდევ ერთხელ გაპაროტესტებს.
მსველობა დღეს, საკვირაო ქადაგების დასრულების შემდებ სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძვრება.
როგორც სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია განმარტავს, სამღვდელოება და მრევლი კიდევ ერთხელ მოითხოვს, უარი თქვას ხელისუფლებამ 5 ივლისს მიღებულ კანონზე, რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ.
დეკანოზი მრევლს მოუწოდებს, თავიანთ მოძღვრებთან ერთად დაიძრან მოქმედი ტაძრებიდან და 12:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მყოფ მრევლს შეუერთდნენ.
"ქართველი ერი მტერს თუ მოღალატეს ყველაფერს აპატიებს, მაგრამ სარწმუნოებასთან ჭიდილს და კონფლიქტს - არასდროს. ის, რაც ახლა ხდება, ქართველი ერის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდება. ჩვენ, სამღვდელოება მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, სანამ დროა გონს მოეგონ, საჯაროდ შეინანონ და ამით საუკუნოვან რისხვას აიცდენენ", - აცხადებს დეკანიოზი პეტრე.
ამასთან, მან ხელისუფლებას მოუწოდა დროულად გამოფხიზლდნენ და დადგნენ იქ, სადაც ქართველი ერი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დგას.
"დღეს ალბათ, ერი და ბერი ერთად დადგება და ქართველი ერის კონსოლიდაცია მოხდება - მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი შედგა. ზოგი ჭირი მარგებელია", - მიაჩნია მას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული კანონის გაუქმების მოთხოვნით მრევლმა ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბა და მშვიდობიანი მსველობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე მოაწყო, რომელსაც ეკლესიის მღვდელთმსახურნი, სტიქაროსნები და მგალობლები მიუძღოდნენ.
მსვლელობის მონაწილეები ყოვლადწმინდა სამების კარიბჭესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.
"ვინც ითხოვს მიეცემა და ვინც ეძიებს ჰპოვებს", - განუცადა მრევლს პატრიარქმა.
მშვიდობიანი მსველობის მონაწილეები პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ "სამოქალაქო კოდექსში" იმ ცვლილბებს აპროტესტებდნე, რომელიც რელიგიურ კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათში მოაწერა, შესაბამიად ცვლილებები უკვე ძალაშია.