"ალია-ჰოლდინგი" დაკავებულ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძესთან დაკავშირებით "სახალხო დამცველს" მიმართავს
"გიორგი აბდალაძის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია. "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორმა მესამე დღეა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და ითხოვს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურად ნახულობს გიორგი აბდალაძეს, მაგრამ კვირა დღე მისთვის განსაკუთრებულად კრიზისულია. ამასთან ერთად, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, კვირას არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ გიორგი აბდალაძე და გაიგონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე მოგმართავთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ და მაქსიმალური ინტერესი გამოიჩინოთ მისი მდგომარეობის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.