გველის კბენის შემთხვევა აჭარაში - 19 წლის ფერიდე შანიძეს ქვეწარმავალმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში საკუთარ ბაღში, მარწყვის კრეფის დროს ხელზე უკბინა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტს საავადმყოფოში მისვლის დროს გველის ნაკბენის აშკარად გამოხატული სიმპტომები ჰქონდა. მას დეტოქსიკაციური და სიმპტომური მკურნალობა უტარდება.