რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი ვმო-ს წევრი ვერ გახდება, ქვეყნისთვის ეს მით უკეთესია, - მიიჩნევს პარტია "სამართლიანი რუსეთის" ლიდერი სერგეი მირონოვი.
"იყო ვმო-ს წევრი თანასწორი საბაზისო პირობებით - ეს კარგია. მაგრამ როდესაც ვმო-ში გასაწევრიანებლად, სამ ტყავს გვაძრობენ და ჩვენ ამას ვთანხმდებით, ვფიქრობ რომ ეს არასწორია" - განაცხადა მირონოვმა პრესკონფერენციაზე.
მისი აზრით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებამ ქვეყნის საბანკო და სადაზღვეო ბაზრების მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს.