ვარკეთილის III მიკრორაიონში ქვეწარმავალმა 28 წლის რომა ბუჯიაშვილს უკბინა. შემთხვევა 318-ე კორპუსთან, სტომატოლოგიური კლინიკის ეზოში მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი მე-5 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ნაკბენი მამაკაცს მარჯვენა კოჭის არეში აღენიშნება.