დღეს, 17 დეკემბერს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკეკების საერთაშორისო ცენტრი მშვიდობის ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია კაციტაძემ განუცხადა, ფესტივალის ფარგლებში დღეს 11:00 საათზე გრაფიტით მოიხატება მოძრაობის თეატრი.
13:00 საათზე კი, კინოთეატრ ამირანში მდებარე ლიტერატურულ კაფეში გაიმართება "ცოცხალი ბიბლიოთეკა", სადაც ადამიანები კონკრეტულ წიგნებს გააცოცხლებენ.
დღესვე "ცოცხალი ბიბლიოთეკის" დასრულების შემდეგ კინოთეატრ ამირანში გაიმართება ოთარ იოსელიანის ფილმის "და იქნა ნათელი" ჩვენება