ქართული აკადემია ოპოზიციურ ექვსიან მოუწოდებს, რევოლუციურ სულისკვეთებასაც არ მოერიდონ, - ამის შესახებ აკადემიის ერთ-ერთმა წევრმა უჩა ნანუაშვილმა დღეს სამოქალქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისთვის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართა და მოითხოვა, რომ სამოქალაქო მოძრაობაში ჩართული იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, ასევე გათვალისწინებული იყოს საზოგადოების აზრიც. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მათ ამ გზას გადაუხვიეს ისინი ნდობას საბოლოოდ დაკარგავენ.
ნანუაშვილის შეფასებით, ოპოზიციური ექვსიანი არ უნდა მოერიდოს აქცია მანიფესტაციებს, ასევე რევოლუციურ განწყობასაც და ხელისუფლება იმ დონემდე უნდა მიიყვანოს, რომ მმართველმა ძალამ მოლაპარაკებების დაწყებაზე ხვეწნა თავად დაუწყოს.
შეგახსენებთ რომ დღეს ოპოზიციურმა ექვსიანმა, რომელშიც თავისუფალი დემოკრატები, ხალხის პარტია, ეროვნული ფორუმი, საქართველოს გზა, კონსერვატორული პარტია და რესპუბლიკური პარტია შედიან სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევნებისთვის დააფუძნეს, რომელიც მიზნად 2012 წლის საპარლამენტო რაჩევნებისთვის მილიონი მოქალაქის მობილიზებას გეგმავს. ოპოზიციურ ექვსიანს იმედი აქვს, რომ სწორედ ამ გზით შეძლებს დღევანდელი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას.