ალია ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქცია მოდულის შენობასთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მოდულის შენობასთან გააკეთეს დიდი ჯაჭვი და თვალებზე შავი ლენტები აიფარეს.
"სოლიდარობის აქციით კონკრეტულად მოვითხოვ, რომ საქმეს აეხსნას გრიფით საიდუმლო. ან თქვას ხელისუფლებამ რა დანაშაული მიუძღვით ამ ადამიანებს ან გაათავისუფლონ ისინი. შავი ლენტები კი გამოხატულებაა იმის, რომ რაც ხელისუფელბას სურს, რომ ჟურნალისტებმა თვალი დახუჭონ სიმართლეზე და მასზე რეაგირება არ მოახდინონ", - განუცხადა ჟურნალისტებს ალია ჰოლდინგის რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ.
სოლიდარობის აქციის დასურლების შემდეგ მონაწილეებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება იმ მიმართვაზე, რომელსაც ტიკარაძის თქმით სოლიდარობის ნიშნად ჟურნალისტები დღეს გაავრცელებენ.
აქციაზე იმყოფებოდნენ გარდა ალია ჰოლდინგის თანამშრომლებისა და ჟურნალისტებისა სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდაროვა უკანონო პატიმრებს" ეკა ბესელია, მოძრაობა თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა, მამუკა ღლონტი.
სოლიდარობის აქციაში 50-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველას მოთხოვნა იყო ერთი, რომ ხელისუფლებამ ახსნას გრიფით საიდუმლო საქმეზე და თქვან თუ კონკრეუტლად რა დანაშაული მიუძღვით ამ ადამიანებს.