"ჯუჯა სახელმწიფო ნაურუს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ამ სეპარატისტული რეგიონების სტატუსისადმი აშშ-ის პოზიციას ვერ შეცვლის", - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან კელიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ხელს ვერ შეუწყობს ვერც დე-ფაქტო ხელისუფლებების ლეგიტიმურობის დამყარებას.
"ჩვენ, ისე როგორც მსოფლიო ქვეყნების დიდი უმრავლესობა ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს განვიხილავთ საქართველოს ნაწილეობად და არა ცალკეულ ერთეულებად", - განაცხადა კელიმ.
ამასთან, მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები საქარველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს.