ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პენტაგონს ეკრძალება ლიბიელი ამბოხებულების დახმარება, მათთვის იარაღის მიწოდება, წვრთნების ჩატარება და კონსულტაციები.
კონგრესის წარმომადგენლებმა ასევე აკრძალეს ლიბიელი ოპოზიციის პირდაპირი ფინანსური დახმარება
BBC-ის ცნობით, ამერიკელი კონგრესმენების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებს ლიბიის კონფლიქტში მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგია.
ბარაკ ობამას მოწინააღმდეგეების თქმით, ის ვალდებული იყო გადაწყვეტილება ლიბიის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ კონგრესთან შეეთანხმებინა.
წინადადება ლიბიელი ამბოხებულებზე დახმარების შეწყვეტის შესახებ გავიდა 225 ხმით 201-ის წინააღმდეგ. თუმცა საბოლოო დამრტკიცებამდე ის ჯერ უმაღლესმა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი,
რესპუბლიკელი ტომ კოულის თქმით ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა ჩაერთოს იმ კონფლიქტებში რომელიც კონგრესთან არ იქნება შეთანხმებული.