ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს ოფიციალური პარიზიც ეხმიანება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "საფრანგეთი წუხილს გამოთქვამს ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ერთგულებას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი".