გარდაბნის სოფელ ართაკლიაში 17 წლის ახალგაზრდა არამს გუსაევი მდინარეში დაიხრჩო. მოზარდი მეგობართან ერთად მტკვარზე თევზაობდა, შემდეგ კი მდინარეში ცურვა გადაწყვიტა.
წყლის ძლიერმა დინებამ ბიჭი გაიტაცა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ბრიგადები, მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, მაგრამ ამ დრომდე ცხედარი ვერ იპოვეს. სამუშაოები დღესაც განახლდება.