8 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში განთავსებულ მედიაცენტრში (კოსტავას 77) გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ესაუბრება ჟურნალისტებს, სოფო დოლიძე კი დაწყებითი
კლასების პედაგოგებს მიაწვდის რეკომენდაციებს.