თბილისის შემოგარენში გველები მომრავლდნენ
ქვეწარმავლებთან ბრძოლის სამსახურმა დიდ დიღომსა და ლილოს დასახლებაში წითელმუცელას და ნაირფერიმცურავის ჯიშის გველები დაიჭირეს.
ორივე შემთხვევა დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. გველები მეტრანახევარი სიგრძისაა და აგრესიულ სახეობას განეკუთვნებიან, თუმცა სპეციალისტების განცხადებით მათ შხამი არ აქვთ და სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.
წუხელვე იაშვილის კლინიკაში სავარაუდოდ გველის ნაკბენით სამი წლის ბავში გადაიყვანეს.