დღეს, 7 ივლისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სარემონტო სამუშაოს გამო, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.