დღეს, 7 ივლისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გივი ჟორდანიას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მეხუთე საფაკულტეტო კონფერენცია გაიმართება.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ორდღიანია და 8 ივლისს დასრულდება.