აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ "რუსთაველის" მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 25 ბავშვი დღეს მხატვრული ფილმის "სუპერ 8'' კინოჩვენებას უფასოდ დაესწრო.
დევნილ ბავშვებს კინოთეატრ "რუსთაველში" აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. მსგავსი ღონისძიებების გამართვა მთელი ზაფხულის განმავლობაში იგეგმება.
"აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და კინოთეატრ "რუსთაველის" მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომლითაც დევნილ ბავშვებს კიდევ ერთი დღე გავუმრავალფეროვნეთ. დიდ მადლობას ვუხდით კინოთეატრ "რუსთაველის" ადმინისტრაციას თანადგომისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი სახის თანმშრომლობა გაგრძელდება'', - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კვარაცხელიამ.