საქართველოს სამოდელო ბიზნესის ბაზარზე საერთაშორისო სამოდელი სააგენტო „ნიკიტა მოდელსი" შემოდის, რომელის ოფიციალური პრეზენტაცია და მოდების ჩვენება, ხვალ, 7 ივლისს, 21:00 საათზე, რიყეზე, ახლადგახსნილ პარკში იგეგმება. ჩვენებაში მონაწილეობას უკრაინელ მოდელებთან ერთად ქართული სამოდელო სააგენტო "შარმის" მოდელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც დღეს „ნიკიტა მოდელსის" მენეჯმენტმა, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი საქართველოს ბაზრით დაინტერესებულნი არიან და სამომავლოდ საკუთარი ნიშასაც დაიკავებენ, თუმც აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ კონკურენტ სააგენტოებთანაც.
„ნიკიტა მოდელსი" საერთაშორისო სამოდელო სააგენტოა და ამ დროისთვის გააჩნია ფილიალები არა მარტო უკრაინასა და საქართველოში, არამედ ესპანეთსა და ჰონკონგშიც. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით ორას ორმოცდაათზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ამავე სააგენტოს მოდელია ისეთი პრესტიჟული საავტომობილო ბრენდის სახე, როგორიცაა "Jaguar", მოქმედი „მის უკრანა" და „მის კიევი". „ნიკიტა მოდელსის" ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოდან მსოფლიო პოდიუმებისკენ ძალიან ბევრ ქართველ მოდელს გაუკვალავენ გზას.
„ნიკიტა მოდელსის" მენეჯმენტის ინფორმაციით, სააგენტოს პრეზენტაცია, თბილისის მერიის, „ბარამბოს", „ბერტას", „პეპსის", „თბილღვინოს", "აფთაუნ თბილისის", „რაკინ დეველოპმენტის", „რაკიას", "შერატონ მეტეხი პალასის", ‘ალ ჰამრას", „აბსორბას", „ჟან ბურჟუს" და Region TV-ს მხარდაჭერით 7 ივლისს, 21 საათზე, რიყეზე, ახლადგახსნილ პარკში იგეგმება.
სპეციალურად პრეზენტაციისთვის, საქართველოში უკრაინელი ტოპ-მოდელები და დიზაინერები ოლეგ სკირდა და ირა კრასილნიკოვა ჩამოვლენ და საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ. ოლეგ სკირდას ერთ-ერთი კოლექცია იქნება J'adore la Couture („ვგიჟდები ოტ კუტიურზე - მაღალ მოდაზე"). სკირდა ერთადერთი დიზაინერია, ყოფილი პოსტ საბჭოთა სივრციდან, რომლის საცურაო კოსტიუმიც 12 ათას ევროდ გაიყიდა. ირა კრასილნიკოვა კი უკრაინული ელიტის უსაყვარლესი დიზაინერია და ასევე სახელი გაითქვა იმით, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოდელიორია, რომელმაც მონაწილეობა ფეშენ ვიკში მიიღო. პოდიუმზე „ნიკიტა მოდელსის" დამწყები მოდელები-ბავშვებიც გაივლიან, რომლებიც ბრენდების აბსორბას, ჟან პოლ გოტიეს, კენზოს და ჟან ბურჟუს კოლექციებს გამოიტანენ.
რაც შეეხება პრეზენტაციის სხვა დეტალებს, ჩვენების მუსიკალურ და სანახაობრივ მხარეზე იზრუნებს ყველაზე პოპულარული უკრაინელი ქალი დიჯეი - ლერა, შოუ ბოდი-არტ ბალეტის ულამაზეს გოგონებთან ერთად. პრეზენტაციის სპონსორობა ითავეს კომპანიებმა: „ბარამბო", „ბერტა", „პეპსი", „თბილღვინო', "აფთაუნ თბილისი", „რაკინ დეველოპმენტი", „რაკია", „შერატონ მეტეხი პალასი", „ალ ჰამრა", აბსორბა. მედია სპონსორი და მხარდამჭერია Region TV. მედია პარტნიორები კი არიან: „რუსთავი 2", „იმედი", „რეალ ტვ", „თბილისელები", „რადიო ქალაქი". მოდელების ვიზაჟსა და ვარცხნილობაზე იზრუნებს სილამაზის სალონების ქსელი „მელანჟი".