Forbes -მა ჰოლუვუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები დაასახელა. რეიტინგის მიხედვით, ანჯელინა ჯოლმა და სარა ჯესიკა პარკერმა 2010 წლის მაისიდან 2011 წლის მაისამდე 30 მლნ. დოლარი გამოიმუშავეს, რაც დღეისათვის ჰოლივუდში საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა.
Forbes-ის ინფორმაციით, ჯოლიმ აღნიშნული თანხა ჯაშუშურ ბოევიკ "სოლტში" და დრამა "ტურისტში" განსახიერებული როლებისთვის მიიღო. თუმცა აღნიშნული ფილმები აშშ-ში დიდი აღფრთოვანებით არ მიუღია.
რაც შეეხება სარა ჯესიკა პარკეს, მას ყველაზე დიდი შემოსავალი "სექსი დიდ ქალაქში 2"-მა მოუტანა.
გასული წლის ანალოგიურ რეიტინგში პირველ ადგილზე სანდრა ბულოკი აღმოჩნდა, რომელიც წლევანდელ რეიტინგში მე-9 ადგილზეა. ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობთა ხუთეულში მოხვდნენ ასევე ჯენიფერ ენისტონი, რის უიზსტუნი და ჯულია რობერტსი.