სარემონტო სამუშაოების გამო 7 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.