ფინანსური პრობლემების გამო გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში იოსებ ნონეშვილის სახლ - მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა, შეჩერდეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუზეუმის დირექტორმა თამარ საჩეჩელაშვილმა განუცხადა, რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა რაც დაიწყო, თუმცა საკმარისი ფინანსები არ არის და სამუშაოები ინტენსიურად აღარ მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე, მწერლის შვილი, სანდრო ნონეშვილი საკუთარი ფინანსებით ცდილობს რეაბილიტაციის ჩატარებას. პრობლემა თანხის მოძიებაშია. დაფინანსებას ადგილობრივი გამგეობაც შეგვპირდა, მაგრამ ჯერ არაფერია. მთლიანად გასაკეთებელია მუზეუმის პირველ სართულზე განთავსებული დარბაზი და მარანი", - აღნიშნა თამარ საჩეჩელაშვილმა.