რუსეთის ეკონომიკური კვლევების ცენტრი სკანდალური რეიტინგის შედეგებს აქვეყნებს. „ეფ-ბე-კამ" იმ ქვეყნების ასეული დაადგინა, რომლებმაც ყველაზე მეტად განიცადეს პროგრესი. საქართველო პირველ სამეულში მოხვდა დომინიკის რესპუბლიკასთან და მაკედონიასთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ 101 ქვეყანაში რუსეთი 97-ე ადგილზე მოხვდა. „ეფ-ბე-კას" ექსპერტების განცხადებით, რუსეთი ბოლო პერიოდში პროგრესს რეფორმების კუთხით ფაქტობრივად არ განიცდის.
კვლევითი ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოს მოხვედრა პირველ სამეულში, ქვეყანაში განხორიელებულმა რეფორმებმა განაპირობა. მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მაღალ საფეხბურებზე დაწინაურდა და საქართველოში ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია.