19 წლის გოგონას მიერ გარუჯვის მცდელობა დამწვრობით დასრულდა. მან კანის ფერის შეცვლის დაჩქარებისთვის მზის აბაზანის მიღების დროს ლეღვის ფოთლის საფენები გამოიყენას. გოგონას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და სხეული 15 % აქვს დამწვარი. როგორც ცნობილია, მას გარუჯვიდან მეორე დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო და ხელ-ფეხი დაუსივდა, რის შემდეგადაც გადაწყვა მისი დამწვრობის ცენტრში გადაყვანა.
დამწვრობის ცენტრში ამ დროისთვის სამი პაციენტია ისეთი, რომელმაც დამწვრობა გარუჯვის დროს მიიღო.
ექიმები განცხადებით, ხშირია შემთხვევები როდესაც მზის აბაზანების გამო პაციენტებს სხეულის ნახევარზე მეტი აქვთ დამწვარი.