"აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავღანეთში ავიაკატასტროფის შედეგად, ეკიპაჟის რვავე წევრი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარიდან 23:00 სათზე გაქრა. თვითმხილველებმა მხოლოდ აალებული თვითმფრინავი დაინახეს, რომელიც ქვემოთ ვარდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) კუთვნილი, სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 2 აზერბაიჯანელი, ხოლო 6 უზბეკი იყო.