"აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) კუთვნილი, სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მახლობლად ჩამოვარდა. "აზერბაიჯანის ავიახაზებში" თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 2 აზერბაიჯანელი, ხოლო 6 უზბეკი იყო.
ამ დროისათვის თვითმფრუინავის ჩამოვარდნის კონკრეტული ადგილი უცნობია.