კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დასავლეთ საქართველოში ძეგლთა მონიტორინგს განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის სოფელ ლიხაურის ღმრთისმშობლის ეკლესია (XIII ს) დანგრევისგან გადარჩა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ძეგლის უსაფრთხოებისთვის ეკლესიის დამეწყრილ ტერიტორიაზე 3 ტერასად 10 მეტრი სიმაღლისა და 23 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა. ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიას ბუნებრივი სტიქიის შემთხვევაში განადგურების საფრთხე აღარ ემუქრება.
გურიის მხარეში ჩასულ დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონის ღირშესანიშნაობებთან ერთად, ახლად აღდგენილი ძეგლიც მოინახულონ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი 6 ივლისს 13:00 საათზე ძეგლის ტერიტორიაზე ჩატარებულ სამუშაოებს შეაფასებს.
მასალის გამოყენების პირობები