საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, საქართველოს საპატრიარქოსთვის სახელმწიფო მხრიდან ვალდებულებების აღების საკითხი მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა. კუბლაშვილი საპატრიარქოსთან კონსულტაციებში მონაწილეობდა.
"დეტალებზე არ მინდა საუბარი, თუმცა საპატრიარქო ითხოვდა, რომ რელიგიური გაერთიანებების ჩამონათვალი, რომელთაც საჯარო სამართლის იურიდიული პირად დარეგისტრირების უფლება მიეცემოდათ, მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, რაზედაც უარი ვთქვით", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, საპატრიარქოს შესთავაზეს, რომ სახელმწიფო უცხო ქვეყნებში საკუთარ თავზე აიღებდა ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, ნანგრევის, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვალა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე მოლაპარაკების, ასევე შესაბამის სახელმწიფოსთან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე პარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიების დაცვაზე დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელდებდა.
"ჩვენი შეთავაზება, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა", - დასძინა კუბლაშვილმა.