დაღესტანში, ცუმადინის რაიონში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, უცნობი პირების თავდასხმის შედეგად რუსი მესაზღვრეები დაიჭრნენ. განცხადება ამის შესახებ დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მდებარე საგუშაგოდან მდინარეზე წყლის ასავსებად ჩასული ორი მესაზღვრის მიმართულებით ტყის მასივიდან უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. სამხედრო მოსამსახურეები დაიჭრნენ.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს გამოძიება.