"ქრისტიან-დემოკრატები" რელიგიურ გაერთიანებების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებების განხილვისას პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საპატრიარქოს პოზიცია გაიზიაროს და საკითხის განხილვა გადადოს.
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ ხდება აღნიშნული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.
საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა, რის გამოც, "ქრისტიან-დემოკრატებმა" საკითხის განხილვაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს.