ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო კრიმინოლოგიური კონფერენცია გაიხსნა. სამდღიანი კონფერენცია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიისა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული. კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და ნორვეგიიდან.
მოხსენებებით თემაზე - "სასჯელის მოხდის კრიმინოლოგიური ასპექტები", "კორუფცია და მასთან ბრძოლის გზები" თსუ-ის პროფესორები, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა დახმარების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველისა და ციხის საერთაშორისო რეფორმის წარმომადგენლები წარდგნენ.
მთავარი მოხსენება საქართველოში მსჯავრდებულთა მდგომარეობას შესახებ გაკეთდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა დახმარების სამინისტროს წარმომადგენელმა ლიბერალური რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ვიდეოპაემანი ის ინოვაციური სისტემაა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში დაინერგა და უკვე წარმატებით ხორციელდება. სასჯელის მოხდის პერიოდში ვიდეო პაემანით სარგებლობა მსჯავრდებულს თვეში სამჯერ შეეძლება. თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და პრობაციის თბილისის ბიუროს აკავშირებს, კომუნიკაცია ვიდეო თვალის მეშვეობით ხორციელდება. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მიმდინარე სამედიცინო რეფორმაზედაც ისაუბრა.
პირველი საერთაშორისო კრიმინოლოგიური კონფერენცია 7 ივლისს დასრულდება.