2012 წლის ბოლომდე ქვეყანაში 50-მდე ახალი საავადმყოფო გაიხნება, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა ნაწილი საავადმყოფოების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ნაწილის 2012 წლის ბოლომდე შევა ექსპუატაციაში.
"წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეფორმაა. ამაში მე ვგულისხმობ იმ ახალ საავადმყოფოებს, რომელთა მშენებლობაც უკვე დაწყებულია და ნაწილიც წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ნაწილი 2012 წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. ჯამში 50 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში.
ნიკა გილაურმა ჯანდაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს 2-3 კვირის განმავლობაში 2011 წლის პირველი ექვსი თვის ანგარიშის გაკეთება დაავალა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გარკვეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს საზოგადოებას ჩააბარებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა, ნაწილი საავადმყოფოების მშენებლობა ეს იქნება კერძო სექტორის მიერ აშენებული თუ საბიუჯეტო თანხებით დაფინანსებული, უკვე დასრულებულია და წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში რამდენიმე ახალი საავადმყოფო შევა.
ურუშაძის განცხადებით, უკვე დასრულებულია რეაბილიტაცია ჟვანიას სახელობის კლინიკაში და ასევე ფილტვის ეროვნულ ცენტრში. მისი ყველა კორპუსის მშენებლობა და რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ასევე დასრულებულია ფსიქიატრიული დაწესებულებების რეაბილიტაია, ხოლო რაც შეეხება კერძო კლინიკებს, ურიშაძის განცხადეიბით უკვე ფუნქციონირება დაიწყო საუნივერსიტეტო კლინიკამ და გასახსნელად მზადაა და სავარაუდოდ 2 თვეში შევა ექსპლუატაციაში ნიუ ჰოსპიტალი, რომელიც ნევროლოგიისა და თვალის კლინიკის ბაზაზე შეიქმნება.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში დამატებით 50 ახალი საავადმყოფო შეიქმნება, რომელიც 15-დან 25 საწოლზე იქნება გათვლილი.
როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჯადაცვის სამინისტროს ანალოგიურად 6 თვის ანგარიშის გაკეთება ყველა სამინისტროს მოუწევს, რომლებიც საკუთარ ანგარიშს და საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას 2-3 კვირის განმავლობაში გააკეთებენ.