საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ადასტურებს, რომ სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ედუარდ ნალბანდიანის ვიზიტის დროს საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
"თქვენ იცით, რომ ნალბანდიანის ვიზიტის წინ პატრიარქი იმყოფებოდა. შესაბამისად, სომხეთის სს მინისტრის ვიზიტის დროს სომხური ეკლესიის სტატუსის საკითხსაც შეეხო საუბარი, მით უმეტეს, რომ უკვე დიდი ხანია ჩვენი ბევრი მეგობარი სახელმწიფო, რომელთაც რელიგიურ სტატუსთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, საქართველოში აღნიშნულ საკითხებს აყენებს", - აღიშნავს კალანდაძე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა თეორიული შანსი, როგორ შეუძლია ქართულ მხარეს დაეხმაროს რელიგიურ სტატუსთან დაკავშირებული პრობლემატიკის მოგვარებაში. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საკანონმდებლო ორგანოში რელიგიური მიმდინარეობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სატატუსის მინიჭების საკითხის განხილვას.