იკუტსკის ოლქში "მი-8" -ს ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელსაც მუშები ერთი ჭაბურღილიდან მეორეზე გადაჰყავდა. აღნიშნული კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სულ ვერტმფრენის ბორტზე 14 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა სხეულის სხვა და სხვა სახის დაზიანება მიიღო. ამჟამად არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანის პოვნას ვერ ახერხებენ.