საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მეორე ინტერნაციონალის საქართველოში ვიზიტის შესახებ დაცული მასალების გამოყენებით მომზადებული სტატია `კამილ ჰიუსმანსის ვიზიტი საქართველოში~ ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის ჟურნალ Brood&Rozen-ში დაიბეჭდა.
ამასთან ერთად, აღნიშნული ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსდა ეროვნული არქივის მიერ მათთვის გადაცემული კინოდოკუმენტის ციფრული ასლი, რომელიც 1920 წელს კარლ ჰიუსმანსისა და მეორე ინტერნაციონალის საქართველოში ვიზიტს ასახავს. როგორც ბელგიელი კოლეგები აღნიშნავენ, ეს დოკუმენტი მათ არქივში დაცული ყველაზე ძველი კინომასალაა.
ეროვნულ არქივსა და ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, რაც უწყებებს შორის ინფორმაციისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ საარქივო მასალის გაცვლაში გამოიხატა.
ეროვნულ არქივს ბელგიის სოცილური ისტორიის ინსტიტუტმა მეორე ინტერნაციონალის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალის ის ციფურული ვერსიები გადასცა, რომლებიც ეროვნულ არქივში აქამდე არ იყო დაცული. კინოფოტოფონოფოკუმენტების არქივში შეინახება საქართველოს ხედების ამსახველი ფოტოების ციფრული ასლებიც, რომლებიც ამავე ინსტიტუტში ინახება და მათი ავტორი, სამწუხაროდ, ცნობილი არ არის.
ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის დელეგაცია ეროვნულ არქივს სექტემბერში ეწვევა და მხარეები მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდებიან.