რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ხანძრის კერების საერთო ფართობი, კიდევ თითქმის 300 ჰა-თი გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"წინა დღე-ღამესთან შედარებით, თავად ხანძარი 8 კერით შემცირდა, თუმცა მათი საერთო ფართი 291, 19 ჰა-თი გაიზარდა", - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ ძირითადად ხანძრები დაფიქსირებულია ტყეებში. ხანძრის კერები ასევე არის განსაკუთრებით დაცული ტყეების ტერიტორიაზეც.