მოსკოვის ოლქში, რამდენიმე რაიონში ერთდროულად ტყეები და ტორფი იწვის. ერთ-ერთ რაიონში საგანგებო ანტისახანძრო რეჟიმიც კი აამოქმედეს, თუმცა რუსეთის საგანგებო სიტუციათა სამინისტრო, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მდგომარეობა უარესდება უარყოფს.
ძალოვანთა პროგნოზით ნამწვავის სუნმა შესაძლოა მოსკოვამდე დღეს მიაღწიოს. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუციათა სამინისტროს ინფორმაციით, კვირიდან მოსკოვის ოლქში ბუნებრივი ხანძრის 16 კერა გაჩნდა.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ხანძრის კერები ჩამქრალია, თუმცა, რუსული მედია იუწყება, რომ სუტუაციის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა.