წუხელ სამცხე-ჯავახეთში მოულოდნელად მოსულმა სეტყვამ 9 სოფელი და რამდენიმე ასეული ოჯახი დააზარალა. სეტყვას, რომლის მსგავსიც ადგილობრივ მოსახლეობას არ ახსოვს კოკისპირული წვიმაც მოჰყვა.
განადგურებულია ნათესები, დაზიანდა გზები.
ახალციხე-აბასთუმნის ცენტრალურ მაგისტრალზე ძლიერმა წვიმამ მიწა ჩამოიტანა და ტერიტორია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბლოკირებული იყო.
რაიონში დღეიდან სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.