ხვალ, 5 ივლისს, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" საკონცერტო დარბაზის ფოიეში ორგანიზაცია "ბავშვი და გარემოს" სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების, "ცისარტყელასა" და "ბეღურების" აღსაზრდელების მონაწილეობით გაიმართება ღონისძიება - "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიხარული".
"ცისარტყელასა" და "ბეღურების" აღსაზრდელები საკუთარი ნამუშევრების გამოფენას მოაწყობენ, წარმოადგენენ ნახატებსა და ხელნაკეთ ნივთებს. აღსაზრდელები შეასრულებენ საგალობლებსა და პოპულარულ ქართულ სიმღერებს ტრადიციული ხალხური საკრავების თანხლებით.
გამოფენის შემდეგ ბავშვები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, "სათაგურს" წარმოადგენენ.
არასამთვარობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო" 1995 წელს უკიდურესად გაჭირვებული, მიუსაფარი ბავშვების დასახმარებლად დაფუძნდა. იგი მიზნად ისახავს, ფიზიკური და სულიერი დახმარება გაუწიოს საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს, მოწოდებულია დაიცვას ბავშვთა უფლებები, ხელი შეუწყოს მათ კულტურულ ზრდას, გააღვივოს ბავშვებში გარემოსთან ჰარმონიული თანაცხოვრების მოთხოვნილება.