"თელასის" ქვესადგურში "ფონიჭალა" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 5 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ზემო და ქვემო ფონიჭალის და გეოლოგების დასახლების ნაწილის, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
6 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლების ნაწილის, რუსთავის გზატკეცილის ნაწილის, გორგასლის, ივლეთის, მარნეულის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.