ხვალ, 5 ივლისს, 11:00 საათზე, მედიის წარმომადგენლები საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს დაესწრებიან. 18:00 საათზე კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მედიაცენტრში (კოსტავას 77), ბრიფინგი გაიმართება.
ბრიფინგზე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს მაია მიმინოშვილი მიაწვდის, ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია კუტალაძე კი პროფესიული უნარების გამოცდაზე ისაუბრებს. 6 ივლისს, 09:00 საათზე, პროფესიული უნარების გამოცდით პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყება.