შავნაბადასთან, გარდაბანის რაიონის სოფელ თელეთთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ცეცხლი დაახლოებით 15 ჰექტარზე იყო გაჩენილი.
მისი თქმით, რამდენიმე ჰექტარზე დაიწვა პურის ყანებიც.
ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდო მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება.