76 წლის მოქალაქემ პარლამენტის მისაღებში, სადაც მოქალაქეები დეპუტატების მისამართით წერილებს აბარებენ, კომპიუტერის მონიტორი ჩაქუჩით დააზიანა.
ელბერდი მარტაშვილის თქმით, მან 5 წლის წინ ტვ-ლოტოში 57 ათასს 500 ლარი მოიგო, თუმცა თანხა არ მისცეს, რის გამოც, იგი სხვადასხვა უწყებებს დახმარების მიზნით მიმართავს და, შესაბამისად, მისი გაღიზიანების მიზეზიც სწორედ თანხის დღემდე ვერ მიღება გახდა.
ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.