შავნაბადასთან, გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთთან დაახლოებით 5 ჰექტარზე, მინდორს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია და ის სავარაუდოდ ერთ საათში დასრულდება. მისივე თქმით, ცეცლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები