ყაზბეგის გამზირზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლი ამობრუნდა და მძღოლმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ვერსიით, ავარიის გამომწვევი მიზეზი მოტოციკლის მძღოლის დაუდევრობა გახდა.