"თელასის" ქვესადგურში "ფონიჭალა" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 5 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ზემო და ქვემო ფონიჭალის და გეოლოგების დასახლების ნაწილის, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 6 ივლისს 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლების ნაწილის, რუსთავის გზატკეცილის ნაწილის, გორგასლის, ივლეთის, მარნეულის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.