ნიუ-იორკის სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტი მირუ კიმი, ბუნებით მოკრძალებული და მორცხვი გოგონა, მსოფლიო "შიშველ ფოტოსესიას" უწყობს. შიშველი ფოტოსურათებით, რომლებიც გადაღებულია ყველაზე უჩვეულო ადგილებში, მათ შორის მიტოვებულ ქარხნებში, გვირაბებსა და ხიდებზე, მან შეძლო მოეპოვებინა ყველაზე არაორდინალური და თავისუფალი მოდელის რეპუტაცია.
"ჩემი სამუშაო მეხმარება დავძლიო შიში, რომელიც ბავშვობიდან მსდევს: სიბერის შიში, მარტო დარჩენის შიში და დავძლიო პანიკა, როცა მიტოვებულ ადგილებს ვხედავ. ძალიან დაკომპლექსებულ ბავშვად ვიზრდებოდი", - Yაცხადებს კიმი.
კიმი პირველად კამერების წინ 2004 წელს გაშიშვლდა და როგორც თვითონ ამტკიცებს, ამ დროიდან შეძლო დაეძლია შინაგანი პრობლემები.
"როცა ქალაქის ნანგრევებში მარტო, ტანსაცმლის გარეშე დავრჩი, მივხვდი, რომ ჩემ ირგვლივ არსებული მტრული გარემო სასიამოვნო და კომფორტული იყო. ვიფიქრე, რომ გარეთ არანაირი საფრთხე არ მემუქრება და არაფერი დამემართება", აცხადებს მოდელი.
კრიტიკოსებმა ნეგატიური გამოხმაურების გრიგალი დაატეხეს თავს გოგონას "უგემოვნო" და "გაუკუღმართებულ" ფოტოსურათებს, რასაც მოდელი არ შეუწუხებია.
"გავაკეთებ იმას, რაც მინდა და ჩემთვის სულ ერთია, დამიჭერენ მხარს თუ არა", - განაცხადა გოგონამ.